17.09.2008




1. პროექტის სახელი: “ხაჭაპური”




2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ხაჭაპურის წარმოშობის ისტორიას,მისი მომზადების, დაჭრის, მირთმევის თავისებურებებს.ადგენენ ხაჭაპურის რეცეპტების წიგნს, განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ყოველმხრივ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ ცნობილ კერძს ხაჭაპურს. გამოიკვლევენ ხაჭაპურის წარმოშობის ისტორიას, გაარკვევენ თუ რატო ხაჭაპური და არა სხვა სახელი. გაიგებენ საქართველოს, რომელ კუთხეებში ცხვება ხაჭაპური და რა ტრადიციები ახლავს მის დამზადებას. კვლევას ჩაატარებენ თავიანთ კუთხეში (სოფელში ) და ა.შ. შეისწავლიან როგორ მიირთმევდნენ ხაჭაპურს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში განსხვავებულ ეპოქებში.მათემატიკურად გამოიკვლევენ ხაჭაპურის ზომას , გეომეტრიულად კი მოყვანილობას, დაჭრის წესებს, დაჭრილი ნაჭრების კუთხეების გაზომვას. შეადგენენ ნახაზებს შესაბამისი გაანგარიშებით, დახატავენ სხვადასხვა სახის ხაჭაპურებს. შეეჯიბრებიან ცოდნაში და დიასახლისობაში. შეფასდება არა მხოლოდ ნამზადი - მზა ხაჭაპური, არამედ მომზადების პროცესი. რამდენად იქნება დაცული ჰიგიენა და ტექნოლოგია,რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა. შექმნიან ხაჭაპურების რეცეპტების ელექტრონულ წიგნს. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.შეგროვებული ფოტომასალა განთავსდება საიტზე http://www.flickr.com/. ასევე საიტებზე http://www.panoramio.com/ და http://www.wikimapia.org/ განათავსებენ სურათებს საქართველოს იმ კუთხეების გამოსახულებით, რომელშიც ცხვება კონკრეტული სახეობის ხაჭაპური.
4. მონაწილეთა ასაკი: 6-19 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 25.10.2009 წელი- 25.05.2010 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , რეცეპტების წიგნის ელ.ვერსიის და პლაკატების და ნახაზების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ხაჭაპურის რეცეპტების ელექტრონული ვერსია, გამოცხვება სხვადასხვა სახის ხაჭაპური, ბავშვები გაიღრმავებენ კულინარულ ცოდნას და უნარებს. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, შეისწავლიან ვებ-2.0 ის სერვისებს. შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაციები.
8. სარგებელი სხვებისთვის: რეცეპტების წიგნის ელექტრონული ვერსია, რომელსაც
შექმნიან პროექტში მონაწილე მოსწავლეები.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული .
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს),გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას).მათემატიკაში ( გაიღრმავებენ ცოდნას ალგებრასა და გეომეტრიაში) , ბიოლოგიაში , ქიმიაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ხაჭაპურზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა

15 комментариев:

elen комментирует...

"გემრიელი" პროექტია და "გემრიელ" წარმატებებს გისურვებ!

Unknown комментирует...

ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" ხელოვნების პედაგოგ თამუნა კულულაშვილს მსურს მივიღო მონაწილეობა პროექტში 7 კლ მოსწავლეებთან ერთად

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

დიდი მადლობა თამუნა , რომ დაინტერესდით ჩემი პროექტით, შეგიძლიათ დაიწყოთ პროექტი, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით მაილით. khatuna77@gmail.com

sajaro3 комментирует...

interesnaia rabota

Анонимно комментирует...

1 სკოლა დააფიქსირეთ რომ უერთდება ამ პროექტს და აცხობს გემრიელ ხაჭაპურს ნახეთ ყველამ
http://xawapuri.blogspot.com/

ქართული ადათ წესების აღორძინნება იგემეთ kapaturi....

მანანა რაზმაძე комментирует...

მოგესალმებით ხათუნა, ჩინებული პროექტია და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მეხუთეკლასელებთან ერთად.
პატიმისცემით,მანანა რაზმაძე, 25-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

მადლობა თბილისი 1 საჯარო სკოლას, რომ ასე აქტიურობს ამ პროექტში. იმედს ვიტოვებ , რომ გავიცნობ თქვენ მოსწავლეებს.
პრეზენტაცია არ გამომაპაროდ.

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

მანანა მასწავლებელო, მოგესალმებიტ ჩვენ რიგებში.
ერთი თხოვნა მაქ თუ არ შეწუხდებით დააფიქსირეთ თქვენი მონაწილეობა ელ-მისამართზე khatuna772gmail.com.
მადლობთ

Анонимно комментирует...

მოგესალმებით მე-10 სკოლის წარმომადგნელი , ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი, საკმაოდ ორიგინალურია და საინტერესო.
გისურვებთ წარმატებებს!!!

kikusha комментирует...

ხათუნა გამარჯობა,ვმუშაობ თქვენს პროექტზე 180-ე სკოლიდან შორენა იმედაშვილი და მაინტერესებს ბლოგს ვადგენ და ამ ბლოგში უნდა განვათავსო ყველა ის ნამუშევარი რაც მოვიპოვეთ?და კიდევ ბლოგის შექმნა საკმარისია თუ პრეზენტაციაც აუცილებელია?

tatuka комментирует...

საინტერესო პროექტია.ქართველების საყვარელი საჭმელია,ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდება და ამითაც საინტერესოა.

ნინი комментирует...

დიდი მადლობა საინტერესო პროექტისტვის.მე ვარ ქიმიის მასწავლებელი და სიამოვნებით მივიგებ მონაწილეობას თქვენს პროექტში.ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთან თანამშრომლობა.

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

ნინო ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემთვისაც.
თუ შეიძლება მომწეროთ , რომელი სკოლის პედაგოგი ბრძანდებით.ან მომწეროთ მაილზე khatuna77@gmail.com

eliso комментирует...

საინტერესო პროექტია, სასურველი იქნებოდა ამ რეცეპტების წიგნის შეძენა. ელისო ლობჟანიძე, 83-ე საჯარო სკოლა.

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

პროექტი ხაჭაპური გრძელდება მსურველები დარეგისტრირდით ფასილიტატორთან.
დიდი მადლობა